pq self

ავტოპორტრეტის ფოტოსტუდია თბილისში

pq self

პირველი პროფესიონალური ავტოპორტრეტის სტუდია თბილისში.    

პროფესიონალური განათება და ფოტო-სარკე.     

თქვენ თვითონ იჭერთ საუკეთესო მომენტებსა და რაკურსს და აჭერთ ღილაკს, როდესაც ანარეკლი მოგწონთ.

აქ თქვენ გელოდებათ ყველაზე მარტივი, ნაზი და გულწრფელი ფოტოსესია.    

ეს ყველაფერი როგორ მუშაობს?    

უბრალოდ, როგორც ერთი, ორი, სამი     

1) დაჯავშნეთ სტუდია ონლაინ, აირჩიეთ კომფორტული დრო და ფონი

  • სტიდია მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 23:00-მდე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დრო.
  • 1 თაიმსლოტი — 1 საათი. თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ რამოდენიმე სლოტი ზედიზედ. სლოტი მოიცავს მოსამზადებებლად 15 წუთს და ფოტოსესიის 45 წუთს.
  • თეთრი ან შავი ფონის არჩევა შეგიძლიათ. შავი ქმნის კინოსურათის ეფექტს, ასევე დრამატიზმსა და კონტრასტს მატებს. თეთრი უფრო წყნარი და ჰაეროვანია.     
Self portrait studio
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait Beautiful girl portrait

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Beautiful girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. loving couple photo. Unusual date
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Man portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait

2) განახორციელეთ თქვენი იდეები და შეისწავლეთ  საკუთარი თავი

  • თქვენ იყურებით სპეციალურ ფოტოსარკეში და პულტის ღილაკს მაშინ აჭერთ, როდესაც მოგწონთ ის, რასაც ხედავთ.
  • კადრების რაოდენომა შეზღუდული არ არის! ყველა კადრს გამოგიგზავნით cloud-ის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში.
  • ფოტოზონაში დგას ტანსაცმლის საკიდი, თუ გადაწყვეტთ სამოსის შეცვლას, ფენი, რომელიც დინამიურობას მატებს კადრებს და დინამიკი, სადაც შეგიძლიათ ხასიათზე მორგებული სასურველი მუსიკის ჩართვა.
  • თავისუფალი ხართ მოძრაობებში, არ არის ის, ვინც გაგაკონტროლებთ.
  • შეგიძლიათ საკუთარი თავის გამოკვლევა დაიწყოთ, გადაიღოთ სპომტანური კადრები და  გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც აქამდე გრცხვენოდათ.
  • შეგიძლიათ ფოტოები გადაიღოთ ცეკვისას, უცნაურ პოზაში, მომღიმარეს, გაბრაზებულს ან სევდიანს. ან შეგიძლიათ განახორციელოთ დიდი ხნის წინ მოგონილი იდეა და მიჰყვეთ წინასწარ დამზადებულ მაგალითებს. 

3) მიიღეთ თქვენი ფოტოები

  • ჩვენ გიგზავნით გადაღებულს სურათებს cloud-ის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში.    
  • თქვენ იღებთ ატმოსფერულ შავ-თეთრ ფოტოებს.    
  • შეგიძლიათ თვითონ აირჩიოთ საუკეთესო კადრები და ჩამოჭრათ ისე, როგორც საჭიროდ თვლით.     
Self portrait studio
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait

ვის უხდება გადაღება ფოტოგრაფის გარეშე?    

მაქსიმალურად პირადი, მარტივი, ნაზი და გულწრფელი ფოტოსესია იდეალურია:     

ბუნებრივი ავტოპორტრეტისათვის, როგორც ემანსიპაციის ახალი გამოცდილება და პრაქტიკა

სტუდიაში არ არის დამკვირვებელი, სხვისი მოსაზრება და წინასწარ ჩაფიქრებული მოლოდინი.

თქვენ გაქვთ უფლება საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ, ჩაყვინთოთ თქვენი ბუნებრივი არსის, თვქენი სხეულისა და საკუთარი სურვილების შესწავლაში. 

ჩვენთან იქნება უფრო ადვილი გამოავლინოთ და მიიღოთ თქვენი შინაგანი გგულწრფელობა და სილამაზე, ნიღბებისა და ფილტრების მიღმა დამალვის გარეშე.     

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo.Girl portrait

შეყვარებული წყვილისთვის    

უჩვეულო შეხვედრა. ფოტოსესია, სადაც გულწრფელი საერთო ემოციებისთვის საუკეთესო დროა. გრძნობა, რომელიც თბილ მოგონებად დარჩება ფოტოსურათებზე.    

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. loving couple Unusual date

საოჯახო ფოტოსესიისთვის

კარგი მიზეზია ოჯახით შეკრებისთვის. ყველაზე მორცხვებიც კი, ვისაც ადვილად ვერ დაითანხმებთ იგრძნობენ თავს კომფორტულად.     

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.

პროფესიონალური პორტფოლიოსთვის     

თუ მოდელი ხართ, ან ექსპერტი რაიმე სფეროში და გჭირდებათ ფოტოსურათები სამსახურისთვის ან სოციალური ქსელების კონტენტისთვის, ჩვენი სტუდია იდეალური ადგილია მათ შესაქმნელად.     

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Man portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Beautiful girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Beautiful girl portrait
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Beautiful girl portrait

საბავშვო ფოტოსესიითვის    

ბავშვებს უყვართ სარკეში საკუთარი თავის შესწავლა და დაჭყანვაც კი.    

ეს უფრო საინტერესო და ავილია, ვიდრე გაუღიმო ვინმე უცნობ დეიდა ან  ბიძიას    

ფოტოები ბუნებრივი და ძალიან ცოცხალი გამოდის.     

Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo. Family photo shoot.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo.
Self-portrait photo studio Tbilisi pq self. Black & white portrait photo.

საჩუქრისთვის, რომელიც ყველას მოუხდება     

ფოტოსესია შესანიშნავი საჩუქარია. გარდა ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ ფოტოგრაფის არჩევა, რადგან ფოტოგრაფი იქნება ის, ვინც ყველაზე კარგად იცის საკუთარი გემოვნება და სურვილები.     

ჩვენ გვაქვს სასაჩუქრე სერთიფიკატები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ფოტოგადაღება ნებისმიერ მოსახერხებელ დროს.     

შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენს  ფოტოსტუდიაში და შეიძინოთ სერთიფიკატი ან შეუკვეთოთ მისი მიწოდება. ასევე გვაქვს ონლაინ-სერთიფიკატები.

Gift Card pq self. Self-portrait photo studio Tbilisi.

სელფი სესია შესაფერისია ნებისმიერი მნიშვნელოვანი მომენტის გადასაღებად:    

პირადი მოვლენები    

ცხოვრებაში არის მომენტები და მდგომარეობები რომლებიც ნამდვილად გინდა შეინახო შენთვის, შთამომავლობისთვის და ისტორიისთვის, მაგრამ რომლის გასაჯაროებაც არ გინდა

და კონფორტის პირობებში, შეგიძლიათ თავად გადაიღოთ ამ ღირებული პერიოდისა თუ მოვლენის მხატვრული ფოტოები.

ქორწინები ფოტოსესია ან ხელის თხოვნა

შეგიძლიათ გადაიღოთ პრივატული  და პერსონალური ფოტოები, როგორც თქვენ ორზე, ასევე თქვენ ორისთვის.  

ორსულობის ფოტოსესია

მნიშვნელოვანი და ძალიან პირადული პერიოდი, რომლის დროსაც ხშირად არ გინდათ უცხოები მიუშვათ, შეგიძლიათ კომფორტულად და პრივატულად შეინახოთ ფოტოებში.

FAQ

რამდენ ფოტოს მივიღებ?

თქვენ მიიღებთ ყველა კადრს, რომელსაც გააკეთებთ გადაღების დროს. საუკეთესო ფოტოებს თავად ირჩევთ. შეგიძლიათ გადაიღოთ 1 ფოტო, შეგიძლიათ 100, შეგიძლიათ 500

 თქვენ თვითონ წყვეტთ გადაიღოთ სწრაფად, თუ ნელა და გააზრებულად. როგორც მოგესურვებათ.     

არ შემიძლია პოზირება, რა გავაკეთო?

თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიენდოთ პროცესს, სტუდიაში საკუთარ თავს სარკეში შეხედავთ, ფოტოსურათები ისეთივე გამოდის, როგორიც არის ანარეკლი სარკეში.   

შეგიძლიათ მოძებნოთ კომფორტული პოზები და შეასწოროთ ნიუანსები სასურველი შედეგის მისაღებად, ან გადაიღოთ მრავალი ვარიანტი და აირჩიოთ საუკეთესო. 

კიდევ ერთი გზა, რომელსაც პროფესიონალური ფოტოგრაფები იყენებენ, არის წინასწარ პოზირების მაგალითების პოვნა და ტელეფონზე შენახვა.      

რამდენ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გადაღებაში?

4 -მდე ზრდასრულს შეუძლია კომფორტულად გადაიღოს სურათები სტუდიაში ერთდროულად.     

შემიძლია სტუდიაში გადაღება ვინმეს ვაჩუქო?

შეგიძლიათ შეიძინოთ ქაღალდის ან ელექტრონული სასაჩუქრე ბარათი-  გადაღების სერთიფიკატი. სერთიფიკატის მოქმედების ვადაა-6 თვე.

რამდენი დრო უნდა ფოტოსესიას?

1 სლოტი- 1 საათი, სადაც 15 წუთია მოცემული მოსამზადებლად და გასააზრებლად, თუ როგორ გადაიღოთ და სუფთა 45 წუთი გადაღებისთვის.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ეს დრო საკმარისია სტუდიაში კომფორტულად მოსაწყობად და გასახსნელად.

თუ გსურთ პროცესში ჩაერთოდ, რომ იყოთ მარტო საკუთარ თავთან ან ახლობლებთან, უმჯობესია დაჯავშნოთ 2 სლოტი ზედიზედ (105 წუთი). თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნებისმიერი რაოდენობის სლოტი თანმიმდევნობით.   

საკუთარ თავს თვითონ რისთვის გადავუღო?

აი მიზეზები, რომლებიც სხვებმა დაასახელეს:
1. გაატარეთ ხარისხიანი დრო  საკუთარ თავთან.
2. განთავისუფლდეთ, იქნებ “შიშველი” სეანსიც კი გააკეთოთ.
3. იპოვოთ გზა, რათა დაისვენოთ და საკუთარ თავში ჩაიძიროთ
4. ვიზუალური აღქმის უნარი, და საკუთარი სახის გაცნობიერება.
5. გამოსცადოთ საკუთარი თავი ისეთ მოქმედებაში, რაც ადრე გაურკვევლობას ან უხერხულობის გრძნობას იწვევდა.
6. საკუთარი თავის დანახვა ახალი, უფრო ობიექტური თვალსაზრისით, ისეთივე თვალსაზრისით, როგორითაც სხვები გხედავენ.
7. გაბედული იყო საკუთარი შიშების წინაშე და იქნებ, მათი გადალახვაც კი შეძლო.
8. უნიკალური გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ გააფართოვოთ საკუთარი თავის აღქმის ზღვარი.
9. საკუთარი თავის ღრმა ასპექტებს გაეცნოთ.
10. ფოტოგრაფიისა და კამერის შიში გადალახოთ.
11. გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალობა ფოტოგრაფიის ხელოვნების მეშვეობით.
12. ვიზუალურად განახორციელოთ თქვენი შემოქმედებითი იდეები.
13. ისწავლოთ საკუთარი ემოციების და გრძნობების გამოხატვა ფოტოების საშუალებით.

შემიძლია შევუკვეთო ფოტოების მხატვრული დამუშავება?

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ბუნებრივი ფოტოგრაფიის პოპულარობა იზრდება. ეს არის დიდი ნაბიჯი ხელოვნებაში, საკუთარი თავის და სხვების სიყვარულისა და მიღებისკენ. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ მინიმალურ სტილისტიკურ დამუშავებას ფოტოებზე, რეტუშირების გარეშე. 

ინდივიდუალური მოთხოვნით, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ გააკეთონ თქვენს მიერ არჩეული ფოტოების მხატვრული რეტუშირება, ტექნიკური მახასიათებლების, ნიმუშებისა და თქვენთან შეთანხმებული ფასების მიხედვით.     

შეიძლება თუ არა შინაური ცხოველების მოყვანა ფოტოსესიაზე?

დიახ, შეგიძლიათ წამოიყვანოთ შინაური ცხოველი. უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ არ დაარღვიოთ სისუფთავე და წესრიგი.

როგორ მოვემზადოთ გადაღებისთვის?

სტუდიაში  არის ბლუთუზ დინამიკი, მოამზადეთ სია თქვენი საყვარელი მუსიკით, შეიძლება საცეკვაო, შესაძლოა წყნარი და დამამშვიდებელი. ეს ატმოსფეროს შეგიქმნით და დაგეხმარებათ “მდგომარეობის” პოვნაში. ან შეგიძლიათ არ მოამზადოთ და ფოტოესისაზე უბრალოდ იყოთ ის, ვინმც ხართ.

შემდეგ იმოქმედეთ თქვენი სურვილებითა და მიზნებით. თუ გსურთ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, მაშინ შეგიძლიათ ტანსაცმელი წამოიღოთ განსხვავებული გარეგნობისთვის — ფოტოზონაში ტანსაცმლის საკიდი და რამოდენიმე სხვადასხვა სიმაღლის სკამი გვიდგას, დასაყრდნობად და პოზირების დასახმარებლად. დინამიურობისა და “მფრინავი” თმისთვის გვაქვს ფენი.

შეარჩიეთ ფოტოები შტაგონებისთვის და მაგალითებისათვის. ან შეგიძლიათ არ მოამზადოთ და ფოტოესისაზე უბრალოდ იყოთ ის, ვინმც ხართ.     

როგორ გადავდო / გავაუქმო გადაღება?

გაუქმება ან გადადება შესაძლებელია არა უგვიანეს 24 საათისა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს თავად მეილში მოცემული ბმულის მეშვეობით, ან უბრალოდ დაგვიკავშირდით

GEO